logo
ENG



ომის მე-12 წლისთავზე ვოლსკი კვლავ წინა ხელისუფლების "დანაშაულებრივ შეცდომებზე" საუბრობს

06 აგვ 202014:18
3 წუთის საკითხავი
 
ომის მე-12 წლისთავზე ვოლსკი კვლავ წინა ხელისუფლების "დანაშაულებრივ შეცდომებზე" საუბრობს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად კვლავ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, საოკუპაციო ხაზის გავლება კიდევ ერთხელ გვახსენებს წინა ხელისუფლების "დანაშაულებრივ შეცდომებს".

"8 აგვისტოს წინ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. ეს უკანონო ბორდერიზაცია კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ დანაშაულებრივ შეცდომებს, რომლებიც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა და არა მარტო ბორდერიზაცია, ადამიანების გატაცება, უკანონო დატყვევება, უკანონო გასამართლება უკანონო სასამართლოში, ეს არის ის, რასთანაც გვაქვს საქმე დღევანდელ პირობებში, ეს არი ის, რასთანაც გვიწევს ბრძოლა ყოველდღიურად საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. რეალობა ის არის, რომ რუსეთი ამ აგრესიისთვის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს იხდის, ომი გრძელდება და ვფიქრობ, რომ დამთავრდება სამართლიანობის სასარგებლოდ", - თქვა ვოლსკიმ.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი სრულდება. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიას საქართველოს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა.


close დახურვა